saqarTvelos mdinareebi - laSifse

ტერიტორიული ერთეულები გუდაუთის მუნიციპალიტეტი
სათავე აფხაზეთის კავკასიონი 43°30`15` ჩ. გ. 40°46`40` ა. გ.
შესართავი მდ. რიწა 43°28`54` ჩ. გ. 40°33`28` ა. გ.
სიგრძე 23 კმ
აუზის ფართობი 115 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 7,98 მ³/წმ

 

მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 23 კმ, აუზის ფართობი 115 კმ². სათავე აქვს აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2347 მ სიმაღლეზე. ჩაედინება რიწის ტბაში. მარჯვნიდან ერთვის მდინარე ავადჰარა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში, წყალმოვარდნები - შემოდგომაზე. დეკემბრიდან შუა თებერვლამდე უჩნდება ყინულნაპირისი. საშუალო წლიური ხარჯი 7,98 მ³/წმ.